ღამით რუსებმა ოდესის ოლქი დრონებით დაბომბეს – არიან დაშავებულები

გასულ ღამეს, რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქს დრონებით შეუტიეს, დარტყმების შედეგად, რამდენიმე ადგილზე ხანძარი გაჩნდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები – საწყობი, ავტოგასამართი სადგური, სამედიცინო დაწესებულება და სატრანსპორტო საშუალებები. წინასწარი მონაცემებით, დრონით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
ოდესის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დაზიანდა ჭერი და ჩაიმსხვრა მინები, განადგურდა საოპერაციო ოთახი, თუმცა პაციენტები არ დაშავებულან – განაცხადა ღამით ქალაქის მერმა გენადი ტრუხანოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს