გიგა ოთხოზორიას დედა: არც ჩემს შვილს არ გაუკეთებია ვინმეს პიარის გამო ის საქციელი, რაც მან ჩაიდინა

“როგორ დავიჯერო ის, რომ ანწუხელიძე იმ დროს ერთი ადამიანის პიარის გამო აკეთებდა იმას, რაც გააკეთა. არა. არც ჩემს შვილს არ გაუკეთებია ვინმეს პიარის გამო ის საქციელი, რაც მან ჩაიდინა.
[…] გადამთიელმა, რუსებისგან მხარმიცემულმა გარეწარმა, მთვრალმა, რომელიც ე.წ. საზღვარზე იდგა და რას იცავდა, თვითონ რომ არ იცოდა და აგრესია გაოამჟღავნა ქართველი ადამიანის მიმართ, ქართული პასპორტის მიმართ, მას წინ აღუდგა და გამოხატა ის რეაქცია, რაც გამოხატა და მიიღო ტყვია.
ჩვენს მიწაზე თითოეული ამაყობს თავისი შვილით, რომელმაც თავი სამშობლოს შესწირა. სამშობლოს სიყვარულს იმ სიკვდილის დროს ვერავინ შეახსენებს მათ, ის თავიანთ ბუნებაშია. ასე სახალხოდ არ უნდა იხილებოდეს ის საკითხები, რომელიც იხილება” – საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია ს განცხადებას TV პირველის ეთერში გამოეხმაურა.
ივანიშვილის წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე თქვა – “უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის”

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ჭიტაშვილი – ჩორჩანას მთელი ისტორია სტრატეგიულ დონეზე იყო პრინციპული და სუვერენული საქართველოს პატარა გამოვლინება, ხოლო ტაქტიკურ დონეზე, საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოების სხვადასხვა წრეების თანამშრომლობის სამაგალითო შედეგი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე – ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შეწყვეტის საფრთხეს ქმნის და საქართველოს ევროპას კიდევ უფრო აშორებს