მაია სანდუ – ბზობა მშვიდობის დღეა, როდესაც ხალხი ლოცვისთვის შეიკრიბა, რუსეთმა სუმი დაბომბა – აგრესორმა პასუხი უნდა აგოს

ბზობა მშვიდობის დღეა. დღეს დილით, როდესაც ხალხი ლოცვისთვის შეიკრიბა, რუსეთმა სუმი დაბომბა – მოკლა და დაჭრა მშვიდობიანი მოქალაქეები, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მოლდოვა უკრაინასთან ერთად გლოვობს და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას მოითხოვს.
„აგრესორმა პასუხი უნდა აგოს. ასეთ ბოროტებას გამართლება არ აქვს“, – აცხადებს მაია სანდუ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს