კაია კალასი სუმზე თავდასხმაზე – რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი, მაშინ, როცა უკრაინა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა

გულსაკლავი კადრები სუმიდან დღეს დილით, სადაც მოსახლეობა ბზობის კვირა დღეს შეიკრიბა, მაგრამ რუსული რაკეტები დახვდათ, – ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ს მიერ უკრაინის ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
„რუსეთის მიერ თავდასხმების გაძლიერების საშინელი მაგალითი, მაშინ, როცა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა“, – წერს კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი, 80-ზე მეტი კი – დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: „ისეთი ტექნოლოგიაა, ვერ გაყალბდება არჩევნები“, რა ნამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და ავუხსნა ადამიანებს, რომ მოგვატყუეს, ვერ დაგიცავით, მაგრამ მოდით, თავიდან ვცადოთ – რა შეიცვალა?