ტრამპი წელს აშშ-დან 1 მლნ მიგრანტის დეპორტაციას გეგმავს – WP

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია წელს რეკორდული 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაციას აპირებს. ამის შესახებ Washington Post-ი მოქმედი და ყოფილი ოფიციალური პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემა ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ადმინისტრაცია ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს დაახლოებით 30 ქვეყანასთან, რათა მიიღონ დეპორტირებული ადამიანები, რომლებიც არ არიან მათი მოქალაქეები. თქვა ორმა ოფიციალურმა პირმა.
შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის სპიკერის, ტრიშ მაკლაფლინის თქმით, მარტის ბოლოსთვის 100 000-ზე მეტი ემიგრანტი იქნა დეპორტირებული. მას შემდეგ, მისი თქმით, დეპორტაციის რიცხვი კიდევ 17000-ით გაიზარდა.
როგორც WP აღნიშნავს, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ტრამპის ადმინისტრაციას, სავარაუდოდ, 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაცია გაუჭირდება, არის ის, რომ საზღვრის უკანონო გადაკვეთის რაოდენობა, რომელიც ტრადიციულად დეპორტაციის ძირითად ნაწილს წარმოადგენდა, მკვეთრად შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს