ვოლოდიმირ ზელენსკი სუმზე თავდასხმაზე – ბზობას მხოლოდ არამზადას შეეძლო ამის გაკეთება – აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია, ლაპარაკს არასდროს შეუჩერებია რაკეტები და ბომბები

მტრის სარაკეტო თავდასხმა იმ დღეს მოხდა, როდესაც ხალხი ეკლესიაში მიდის ბზობას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე, მხოლოდ არამზადას შეეძლო ამის გაკეთება, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
„ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლის წართმევა. ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს. ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა საჭირო სამსახური მუშაობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთი ომს აჭიანურებს და საჭიროა მასზე ზეწოლა იმისთვის, რომ აგრესია შეჩერდეს.
„მსოფლიოს მხრიდან მკაცრი რეაგირებაა საჭირო. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, მსოფლიოში ყველა, ვისაც სურს ამ ომისა და მკვლელობების დასრულება. რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი სურს და ამ ომს აჭიანურებს. აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. ლაპარაკს არასდროს შეუჩერებია ბალისტიკური რაკეტები და საჰაერო ბომბები. გვჭირდება რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ტერორისტი იმსახურებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინის ქალაქ სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს