ევროპელებმა და კანადელებმა ტრამპის გამო აშშ-ში მოგზაურობის გაუქმება დაიწყეს

ევროპელებმა და კანადელებმა ტრამპის გამო -ში მოგზაურობის გაუქმება დაიწყეს.
შეერთებულ შტატებში ჩასული უცხოელი ტურისტების საერთო რაოდენობა მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით შემცირდა. ეს არის ყველაზე მკვეთრი ვარდნა 2021 წლის შემდეგ, როდესაც მოქმედებდა COVID შეზღუდვები.
ევროპული ქვეყნებიდან ტურისტებმა შეერთებულ შტატებში მოგზაურობის გაუქმება დაიწყეს პრეზიდენტ ს დროს პოლიტიკური და ეკონომიკური დაძაბულობისა და საზღვარზე რეპრესიული პოლიტიკის გამო, რაც მათთვის დისკომფორტია, – იუწყება Financial Times.
საერთაშორისო სავაჭრო ადმინისტრაციის (ITA, აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის სააგენტო) მონაცემებით, მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17 პროცენტით შემცირდა დასავლეთ ევროპელი მოგზაურების რაოდენობა, რომლებიც შეერთებულ შტატებში სულ მცირე ერთი ღამით დარჩნენ. ვიზიტორების რიცხვი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ირლანდია, ნორვეგია და გერმანია, 20%-ზე მეტით შემცირდა. მოგზაურების კლებაა კანადიდანაც.
როგორც Politico წერს, კანადური ტურისტული სააგენტოებიც აფიქსირებენ მოთხოვნის კლებას აშშ-ის მიმართულებაზე. ვანკუვერში დაფუძნებული ტურისტული კომპანიის, Travel Group-ის, ცნობით, ჯავშნები 90%-ით შემცირდა, ხოლო ოტავაში დაფუძნებულმა Travac Tours-მა გააუქმა აშშ-ს ყველა ტური ივლისამდე. ტურიზმის ეკონომიკის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კანადიდან მგზავრობა წელს 20%-ით შემცირდება, რაც შეერთებულ შტატებს 3,4 მილიარდი დოლარის შემოსავალს დააკარგვინებს ტურიზმიდან.
ITA-ს ცნობით, შეერთებულ შტატებში ჩასული საერთაშორისო ტურისტების საერთო რაოდენობა მარტში 12%-ით შემცირდა. ეს არის ყველაზე მკვეთრი კლება 2021 წლის მარტის შემდეგ, როდესაც დაწესებული იყო შეზღუდვები კოროვირუსული პანდემიის გამო.
ტურიზმის სფეროს სპეციალისტების შეფასებით, ტენდენცია საფრთხეს უქმნის აშშ-ის ტურიზმის ინდუსტრიას, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5%-ს შეადგენს.
ტრანსატლანტიკურ მოგზაურობებზე მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობენ ავიაკომპანიებისა და სასტუმროების ქსელის წარმომადგენლებიც.
„სულ რაღაც ორ თვეში [ტრამპმა] გაანადგურა აშშ-ს რეპუტაცია, რასაც ევროკავშირიდან მგზავრობის შემცირება მოწმობს. „ეს არის არა მხოლოდ კიდევ ერთი საშინელი დარტყმა აშშ-ს ეკონომიკისთვის, არამედ რეპუტაციის ზიანიც, რომლის გამოსწორებას თაობები შეიძლება დასჭირდეს“, – თქვა პოლ ინგლიშმა, ტურისტული საიტის Kayak-ის თანადამფუძნებელმა. “რაღაც ხდება… და ეს არის რეაქცია ტრამპზე.”
სხვათა შორის, ამერიკის შტატებისა და ქალაქების მმართველები ცდილობენ გაემიჯნოს ტრამპისა ფედერალური მთავრობის პოლიტიკას.
„ვფიქრობ, ზოგადად, ხალხმა კანადიდან და ევროპიდან იცის, რომ ნიუ-იორკი არის ადგილი, რომელიც მიესალმება და სიამოვნებით მასპინძლობს ხალხს მთელი მსოფლიოდან“, – თქვა ენდრიუ რიგიმ, ნიუ-იორკის სტუმარმასპინძლობის ალიანსის აღმასრულებელმა დირექტორმა. მაგრამ ის აღიარებს, რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდება უცხოელების მათთან მოსაბრუნებლად და მათ დასარწმუნებლად, რომ აშშ-ში მოგზაურობისას ძველებურად ელოდებათ “საოცარი და უსაფრთხო თავგადასავალი, მიუხედავად ეროვნული რიტორიკისა”.
შეგახსენებთ, თეთრი სახლის პრესმდივანმა ანა კელიმ თქვა, რომ ტრამპი ცდილობს “აქციოს ამერიკა ისევ მდიდარ, უსაფრთხო და ლამაზ” ქვეყნად, რომელიც სარგებელს მოუტანს როგორც ამერიკელებს, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს.
„ნიუ-იორკი მოხსნის ტურიზმის რეკორდებს, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია დაასრულებს არალეგალი ემიგრანტების დეპორტაციას, რომლებიც საფრთხეს ქმნიან, მაგალითად, მეტროში მგზავრებს ცეცხლს უკიდებენ“, – ციტირებს ანა კელის სიტყვებს Politico.
The Washington Post-ის ცნობით, მთავრობას სურს ქვეყნიდან 1 მილიონამდე მიგრანტი განდევნოს ტრამპის მმართველობის პირველი წლის განმავლობაში.