ფრიდრიხ მერცი – უკრაინა ომის მდგომარეობაშია და ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება ნატო-ს ან ევროკავშირის წევრი – ეს ეხება ამჟამინდელ მომენტს

გერმანიის მომავალი კანცლერი, “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ნატო-სა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, სანამ ომი გრძელდება.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მერცმა გამოცემა Handelsblat-თან ინტერვიუში განაცხადა.
„უკრაინა ომის მდგომარეობაშია და ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება ნატო-ს, ან ევროკავშირის წევრი. ეს ეხება ამჟამინდელ მომენტს“, – განაცხადა მერცმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ დაპირება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ისევე როგორც ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, ძალაში რჩება, თუმცა, ამის მისაღწევად, ჯერ ომი უნდა შეწყდეს. ამასთან, მერცის თქმით, ს ამტანობა არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს.
„ადამიანების დაუნდობელი განადგურება ყოველთვის რუსული პოლიტიკის ნაწილი იყო. ძნელია იმედი გქონდეს, რომ ომი თავისით დასრულდება – ქვეყნის დაღლილობის ან რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების გამო“, – აღნიშნა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკო გომური – დიდი იმედი არ მაქვს, რომ დამნაშავეებს 6 წლის მერე მიაგნებენ, ამისთვის ძალიან დიდი დრო ჰქონდათ – სისტემური დანაშაული იყო და სისტემაში ვინც იყო, თითოეული პირის პასუხისმგებლობა იყო