მედია: გომელაურის უწყებამ მხოლოდ გასულ წელს პოლიციელების ფულად წახალისებაში 200 მილიონამდე ლარი დახარჯა

გომელაურის უწყებამ მხოლოდ გასულ წელს პოლიციელების ფულად წახალისებაში 200 მილიონამდე ლარი დახარჯა.

  • 2024 წელი არის პირველი წელი, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ნახევარ მილიარდზე მეტი ლარი, მხოლოდ პრემიებსა და დანამატებში გაიცა. 

“შაბათის ეთერი” ივანიშვილის რეჟიმის პრემიებზე რეპორტაჟის მომზადებისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შეფს შეხვდა, თუმცა ვაჟა სირაძემ საკუთარ სახელფასო ანგარიშზე ჩარიცხული პრემია-დანამატების ოდენობაზე ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტს არ მისცა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსი კი ვერ უარყოფს, რომ პრემია-დანამატები თავადაც აიღო და იმ რიგით პოლიციელებსაც მისცა, ვინც რუსთაველის გამზირზე, გასულ წელს რეჟიმთან მებრძოლი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყვანა.

  • პრემიებისა და დანამატების ისტორიული რეკორდი, ოლიგარქის მორჩილმა მთავრობამ გასულ 2024 წელს მოხსნა. თუ 2014 წელს, ივანიშვილის ახალი მთავრობა დანამატისთვის 182 472 398 ლარს ხარჯავდა, 2024-ში, ეს ციფრი 4-ჯერ გაიზარდა და 473 454 853 ლარი შეადგინა. 
  • ყველაზე მეტი ფული, პრემიებსა და დანამატებში, ვახო გომელაურმა დახარჯა, მხოლოდ პრემიებში 16 118 339 ლარი დაარიგა, დანამატებში კი 168 742 405 ლარი. 

ფულის მხარჯველთა ათეულში გიორგი გაბიტაშვილის მთავარ პროკურატურასაც საპატიო ადგილი უკავია.

  • 12 322 848 ლარი ბრალმდებლებზე 2024 წლის განმავლობაში გაიცა. 

ლაშა კოტრიკაძე, პროკურორი, რომელმაც სასამართლოს 17 მარტს, ნანუკას  და კიდევ 4 საქველმოქმედო ფონდი დაასანცირებინა დანამატების მიღების ფაქტს არ უარყოფს.

საპატიო მესამე ადგილი, ხელგაშლილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის საერთო სასამართლოებმა დაიკავეს – 25 614 519 ლარი დანამატითა და 1 759 820 ლარი პრემიით.

  • საერთო სასამართლოები არის უწყება, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ვინ, რისთვის და რამდენი მიიღო 2024 წელს, თუმცა საერთო სასამართლოებში, პასუხების მისაღებად, განცხადების დაწერა მოგვთხოვეს. პასუხს რეპორტაჟის ეთერში გასვლამდე უშედეგოდ ველოდეთ.

გახარჯული ფულის რაოდენობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატიო პირველ ადგილს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოჰყვება.

  • შარშან, მაშინდელმა ლილუაშვილის უწყებამ დანამატების სახელით გაცემულ ტრანშებში, 27 905 595 ლარი დახარჯა. საგულისხმოა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სამივლინებო ხარჯებად გაწერილი მილიონ ლარზე მეტიც. 

მხარჯველთა ათეულში ც შედის. ძალოვანი უწყებების გვერდით, 4 302 031 ლარიანი დანამატით ასპარეზობს კალანდარიშვილის უწყება. 

წყარო