ირაკლი კობახიძე: „არათუ ომის აცილება შეიძლებოდა, არამედ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა”

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი მ კომენტარი გააკეთა ს განცხადებაზე, რომელმაც გიორგი ანწუხელიძეს უწოდა “უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ და თქვა, რომ წულუკიანმა უბრალოდ „ფაქტების კონსტატაცია“ მოახდინა.
“რეალურად, ქალბატონმა თეამ გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. ყველამ ვიცით ძალიან კარგად, არათუ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა , არამედ ეს ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა, რასაც მერე ხელი მოაწერეს, თავადვე აღიარეს” – თქვა მ.
“როდესაც საუბრობს თეა წულუკიანი იმაზე რომ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან არიდება , რომ შესაძლებელი იყო ჩვენი გმირები დღეს ყოფილიყვნენ ცოცხალი და ეზრუნათ საკუთარ ოჯახებზე, ეს არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია” – განაცხადა კობახიძემ და დასძინა – “რა თქმა უნდა, რომ არა ის დაკვეთა, რომელიც მიიღო სააკაშვილის რეჟიმმა და შეასრულა , არ იქნებოდა არც ომი და არც მსხვერპლი და ზუსტად ამაზე გაამახვილა ყურადღება თეა წულუკიანმა.”
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან