მედიის ინფორმაციით, „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა

„ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზის სექტორიდან გაშვებული სამივე რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.
სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს