სახალხო დამცველი ჩეხ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმისა და 14 სტუდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს.
საქართველოს ომბუდსმენის თქმით, ში მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლიო შეძრა.
„ვუსამძიმრებ ჩეხ ხალხს და დაღუპულთა ოჯახის წევრებს, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა მთელი მსოფლიო. თქვენს გვერდით ვდგავართ ამ მძიმე წუთებში“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი – 26 მაისს, 15:00-16:00 საათიდან დაიწყება სხვადასხვა მარში, 19:00 საათზე კი პრეზიდენტი მიმართავს შეკრებილებს – დავალაგეთ ისიც, რა შეიძლება იყოს გეგმა „B“ და როგორ უზრუნველვყოთ, რომ პროვოკაციაზე არ წამოგვაგონ