ირაკლი ვიქტორ ორბანს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები“ – ნათქვამია პრესრელიზში.
თავად ირაკლი კობახიძემ X-ზე დაწერა: “საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მზადყოფნა, განვამტკიცოთ პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას”.
ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ჩატარდა.
მანამდე, ამავე ფორუმის ფარგლებში, ბოლო სამ თვეში მეორედ შეხვდა აზერბაიჯანის ავტორიტარ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს – ერთ-ერთს იმ ლიდერთაგან, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ სადავო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”