ცეცხლის შეწყვეტის მოკლე გზა უკრაინის ოთხი რეგიონის რუსეთისთვის გადაცემაა – უიტკოფი

აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ თეთრ სახლში დონალდ ტრამპს მოსკოვის გზავნილები გადასცა.
სააგენტო Reuters -ს ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ უიტკოფი ში ცეცხლის შეწყვეტის ყველაზე სწრაფ გზად უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის რუსეთის საკუთრებაში გადაცემას მიიჩნევს.
სააგენტო წერს, რომ ტრამპთან შეხვედრაზე პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კით კელოგმა უიტკოფს წინააღმდეგობა გაუწია და აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის ზოგიერთ სადავო ტერიტორიაზე შეთანხმდეს, თუმცა არასდროს დათანხმდება რუსეთისთვის ტერიტორიების სრულად გადაცემას.
Reuters-ის ინფორმაციით, უიტკოფმა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი საკუთარ რეზიდენციაში ვახშამზე მიიწვია. ცნობისთვის, დმიტრიევი აშშ-ს მიერ არის სანქცირებული.
სტივ უიტკოფი ვლადიმერ პუტინს 11 აპრილს მოსკოვში შეხვდა.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პრეზიდენტის, ს სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში იმყოფებოდა.
“დიახ, ვადასტურებ, ის ნამდვილად ჩამოფრინდა”. – თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანამდე, 10 აპრილს, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. სტამბოლში გამართული შეხვედრა 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
წყარო: tabula.ge