აშშ უკრაინასთან მინერალების შესახებ შეთანხმების პირობებს ამკაცრებს – NYT

New York Times-ის ინფორმაციით, სა და შეერთებულ შტატებს შორის მინერალების შესახებ შეთანხმების პროექტის უახლესი ვერსია წინასთან შედარებით, უფრო მკაცრ პირობებს მოიცავს. New York Times-ი შესაბამისი შეთანხმების პროექტს გაეცნო.

გამოცემა წერს, რომ ახლა შეერთებული შტატები რესურსებიდან მიღებული მოგებით მილიარდობით დოლარს ითხოვს ყველა იმ დახმარების სანაცვლოდ, რომელიც მანამდე გაწია, უსაფრთხოების ყოველგვარი გარანტიების გარეშე.
New York Times-ი წერს, რომ 11 აპრილს და უკრაინა “საკამათო” შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს განაახლებენ და პროექტის ვერსია “აღადგენს ს მიერ ადრე უარყოფილ მკაცრ მოთხოვნებს”. აღსანიშნავია, რომ უკრაინის დელეგაციას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ტარას კაჩკა ხელმძღვანელობს.
“ახალი წინადადება უბრუნდება ტრამპის თავდაპირველ მოთხოვნას, რომ უკრაინამ მილიარდები შეერთებულ შტატებს დაუბრუნოს… ახალი პროექტი ასევე იმეორებს ადრინდელ ვერსიებს, რადგან გამორიცხავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნებისმიერ ხსენებას”, – წერს გამოცემა.
წყარო: mtavaritv.ge