ვინ დიზელს ყოფილი ასისტენტი ქალი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

ფორსაჟის ვარსკვლავს, ვინ დიზელს ყოფილი ასისტენტი ქალი ასტა ჯონასონი სექსუალურ თავდასხმაში ადანაშაულებს.
ჯონასონმა ყოფილი დამსაქმებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ქალის თქმით შემთხვევა 2010 წელს, ატლანტაში, ფორსაჟი 5-ის გადაღებებისას, სასტუმროს ნომერში მოხდა.
როგორც ჯონასონის საჩივარში წერია, მსახიობმა საძინებელში შეიყვანა, ქალმა სექსზე უარი უთხრა და შემოსასვლელი კარისკენ გაემართა, მაგრამ დიზელი წამოეწია მკერდზე ხელი მოკიდა, ძალის გამოყენებით ცდილობდა მისთვის საცვალი გაეხადა, ჯონასონმა იყვირა და აბაზანისკენ გაიქცა. ამის შემდეგ მსახიობმა ასისტენტი კედელს მიაბრჯინა, ერეგირებული პენისისთვის ხელის მოკიდება აიძულა და მასტურბირება დაიწყო.
“მის ჯონასონს გაქცევის საშუალება არ ჰქონდა, მან თვალები დახუჭა, უარით ვინ დიზელის გაბრაზების შეეშინდა, სურდა თავდასხმა მალე დასრულებულიყო. რა თქმა უნდა ის მალევე დაითხოვეს”. – ამბობს ჯონასონის ადვოკატი.
ბრალდებას გამოეხმაურა მსახიობის ადვოკატი და ოფიციალური წარმომადგენელი ბრაიან ფრიდმანი:
“ძალიან პირდაპირი ვიქნები: ვინ დიზელი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას. 13 წლის წინ მომხდარი ამბავი, რომელსაც 9 დღით დასაქმებული თანამშრომელი ყვება არის სიცრუე. არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ამ ველურ ბრალდებებს გააბათილებს”.
სასამართლო სარჩელში ასევე აღწერილია კიდევ ერთი სექსუალური ძალადობის ფაქტი. ჯონასონის თქმით ის სექსუალურად შეავიწროვა ვინ დიზელის კინოკომპანიის, One Race-ის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!