სალომე ზურაბიშვილი – ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ: „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული და ქვეყნის ღალატის ტოლფასი არ არის? არაფერი რომ არ ვთქვათ მორალსა და სინდისზე

ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ: „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა და ქვეყნის ღალატის ტოლფასი?,- ასე ეხმაურება მეხუთე პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ წევრის, ს განცხადებას, აგვისტოს ომის გმირ, გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულის შესახებ „ფეისბუქზე“ წერს.
„ეროვნულ გმირზე რომ აცხადებ საჯაროდ „უაზროდ განწირული“, კანონის და კონსტიტუციის წინაშე ეს დანაშაული არაა? და ქვეყნის ღალატის ტოლფასი? არაფერი რომ ვთქვათ მორალზე, სინდისზე, პატრიოტიზმზე ან ელემენტარულად ადამიანურ გაფრთხილებასა თუ მორიდებაზე, რაც გვმართებს ყველას ანწუხელიძეს შვილების მიმართ“- წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა:
„მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება დავსვა ეს კითხვა. ვინ უნდა ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ. ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის, ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან