“ჟირონას” ფეხი დაუცდა, “რეალმა” კი მოიგო და გალიდერდა [VIDEO]

ლა ლიგის მე-18 ტურში „ჟირონამ“ სტუმრად „ბეტისთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა და ფრეს დასჯერდა (1:1). ნაჩოს პირდაპირი წითელი ბარათით გაძევების გამო რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა „რეალმა“ კი გასვლაზე „ალავესი“ კომპენსირებულ დროში ვასკესის მიერ გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.
„სამეფო გუნდი“ ყველა ტურნირზე ბოლო 17 მატჩში დაუმარცხებელია (14 მოგება და 3 ფრე) და ისევე, როგორც „ჟირონას“, 45 ქულა აქვს, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით ლიდერია.
ალავესი – რეალი 0:1
გოლი: ვასკესი (90+2)
გაძევება: ნაჩო (54, რეალი)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში