ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
თამარ ნუცუბიძის ინტერვიუს ვუსმინე რუს ოპოზიციონერ გენადი გუდკოვთან, რომელიც რუსეთიდან 2019 წელს გაიქცა. დაჭერას უპირებდნენ. ახლა ევროპაში ცხოვრობს, ისევე როგორც რუსეთიდან წლების მანძილზე გაქცეული სხვა ოპოზიციონერები, აქტივისტები, მწერლები, მეცნიერები, ჟურნალისტები. პუტინის მოგუდვის ტაქტიკის ამოცანაც ეგ იყო წლების მანძილზე, რომ ყველა მოაზროვნე ქვეყნიდან გაქცეულიყო. ეს ხალხი დასავლურმა სამყარომ მიიღო, გვერდით დაუდგა, თავშესაფარი მისცა. აქვთ პატივისცემა, სტატუსი, სამსახურები. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან მილიონამდე ადამიანი გაიქცა. ეს იყო რუსეთიდან ემიგრაციის ყველაზე დიდი ტალღა 1917 წლის შემდეგ. მათი უმეტესობა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, განათლებული ადამიანები იყვნენ. თუმცა, ამ ჯერზე უკვე მათთვის დასავლური სამყარო აღარ აღმოჩნდა ღია. უმძიმესი სავიზო შეზღუდვები, ტოტალური მიუღებლობა და მათი აღქმა იმ ხალხად, ვინც რუსეთში პუტინის დიქტატურა დაუშვა და აიტანა, მათ სრულად აიდენტიფიცირებდნენ პუტინის ფაშისტურ რეჟიმთან. თავად გუდკოვი ამბობს ამ ინტერვიუში, ვცდილობთ ვიმუშაოთ ევროპასთან, რომ ბოლო დროს გამოქცეულ რუსებს ასე ცუდად არ მოექცნენო. ახლა ქოცი რუსეთის ინსტრუქტაჟით რა პროექტსაც ახორციელებს, ეს არის ქვეყნიდან აქტიური ადამიანების გაძევების პროცესი. სუფთა რუსული შპარგალკაა. არადა, იმ ხალხს, ვინც დღეს აქტიურად არის ჩართული პროტესტში საერთოდ არ ექნება დასავლეთში დაფუძნების პრობლემა. მაგრამ უმრავლესობას არ უნდა წასვლა. თუ აქ რუსული გეგმის რეალიზაცია მოხდა, მერე უკვე არ ვიცი, რამდენად იქნება შესაძლებელი აქ დარჩენა. მაგრამ ქოცების მხარდამჭერებმა გაითვალისწინეთ, აქ თუ თქვენმა ბოსებმა გაიმარჯვეს, ისეთი გაუსაძლისი ჯოჯოხეთი დატრიალდება ქვეყანაში, გასაქცევად გექნებათ თქვენც საქმე, ოღონდ ვერსად ვეღარ გაიქცევით. დროზე მოდით გონს და დადექით ჩვენს გვერდით, სანამ ყველაზე კოშმარული სიზმრები აგიხდებათ.
