ვინც ობიექტურად აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო, ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე, ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს

ვინც ობიექტურად აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო, ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე, ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს
ძალიან ვაფასებთ იმ განცხადებებს, რომლებიც კეთდება როგორც აზებაიჯანელი, ისე თურქი მეგობრების მხრიდან, ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მეგობრებს, მეზობელ სახელმწიფოებს ძალიან კარგად ესმით, რაც ხდება ქვეყნის გარშემო.
„დღეს, ორმხრივ შეხვედრაზე მე პირადადაც გადავუხადე მადლობა ბატონ ალიევს მისი მხარდამჭერი განცხადებების გამო. ვინც ობიექტურად აკვირდება და აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო. ყველასთვის ასევე ცხადია ის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც.
თქვენ იცით, რამდენად დადებით როლს ასრულებს საქართველო მთლიანად სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს ფართო რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა – მშვიდობაზე ორიენტირება, განვითარებაზე, კეთილდღეობაზე. ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს, თუმცა დღეს, თანამედროვე მსოფლიოში მიდგომები არის, სამწუხაროდ, განსხვავებული. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები. ეს სჭირდება მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს