ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს

ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს უძრავი ქონების შეძენას იმ ქვეყნების მოქალაქეების მიერ, რომლებიც ჩართულნი არიან აგრესიულ ომში და შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამის შესახებ ნათქვამია ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, რომელმაც შეიმუშავა დოკუმენტი.

საუბარია, კერძოდ, ს მოქალაქეებზე. ცვლილებები არ ვრცელდება იმ რუსებზე, რომლებსაც აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა ფინეთში, ან რომლებიც ფლობენ ორმაგ, ფინეთის და რუსეთის, მოქალაქეობას.

ამავე დროს, ფინეთის თავდაცვის სამინისტრო შეამოწმებს რუსებს მუდმივი ბინადრობის ნებართვით, რომელთაც სურთ უძრავი ქონების შეძენა; შემოწმების შემდეგ გადაწყდება მათთვის სახლის შეძენის ნებართვის გაცემის საკითხი.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეები ფინეთში ფლობენ უძრავი ქონების 3500-მდე ობიექტს.
ფორუმი