World Press Photo: მიხაილ ტერეშენკო აღარ არის მოწვეული გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე

World Press Photo-ს განცხადებით, რუსული პროპაგანდისტული მედიის, TASS-ის ფოტოგრაფს, მიხაილ ტერეშენკოს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე აღარ მიიწვევენ. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია განსაკუთრებულ პატივისცემს ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს, რომლებიც ცხოვრობენ სა და საქართველოში და აშუქებენ ომსა და პროტესტს.
“ევროპის კონტინენტზე დაძაბულობის გაზრდის გამო, ამ ეტაპზე, ჩვენ აღარ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ სტუმრებს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული ორგანიზაციებიდან. შედეგად, მიხაილ ტერეშენკო აღარ არის მოწვეული გამარჯვებულთა პროგრამასა და დაჯილდოების ცერემონიალზე ამსტერდამში. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებენ ს ომს უკრაინაში და პროტესტს საქართველოში, რათა მსოფლიომ ნახოს, რომ ხშირად, ამას დიდი რისკებისა და სირთულეების ფასად აკეთებენ. ეს განსაკუთრებით ეხებათ ფოტოგრაფებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ ამ ქვეყნებში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
World Press Photo 2025-ის ერთ-ერთ ნომინაციაში, თბილისის პროევროპულ აქციებზე გადაღებული ფოტოს წყალობით, გაიმარჯვა რუსული პროპაგანდისტული მედიის, TASS-ის ფოტოგრაფმა, მიხეილ ტერეშენკომ. ამის შემდეგ ქართველმა ფოტოგრაფებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ World Press Photo-ს გადაწყვეტილება მათთვის შეურაცხმყოფელია.
“გვინდა ცხადად და მკაფიოდ ვთქვათ: საქართველოს წინააღმდეგობის, ტკივილისა და იმედის ისტორიას ვერასდროს დაინახავენ და გადმოსცემენ დამპყრობლების პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტოები — სწორედ ისინი, ვინც მჩაგვრელის სამსახურში დგანან და მის სასარგებლოდ, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ამბებს, მანიპულირებენ ფაქტებით და ახშობენ სიმართლეს”, – წერია ქართველი ფოტოჟურნალისტებისა და დოკუმენტალისტების ერთობლივ განცხადებაში.
ამის შემდეგ, World Press Photo-ში განაცხადეს, რომ შეეცდებიან გააუმჯობესონ კონკურსის წესები და პროცედურები იმ ფოტოგრაფებთან დაკავშირებით, რომლებიც მთავრობების მიერ მართულ მედიებში მუშაობენ. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ამ პროცესში კონსულტაციებს გაივლიან, მათ შორის, ქართველ და უკრაინელ ფოტოგრაფებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ დაზიანების მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, ხანძრის კერა გახდა – ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლის 90%-ს შეუწყდა