კობახიძე თურქეთში ალიევს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ირაკლი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა.
იქამდე ირკლი კობახიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ანტალიის დიპლომატიის ფორუმში თურქეთის პრეზიდენტ ს მიწვევით მონაწილეობს.
“ღონისძიების ფარგლებში, დღეს მონაწილეობა მივიღე თემატურ დისკუსიაში, სახელწოდებით “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. ანტალიაში დელეგაციასთან ერთად ვიმყოფები, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან”.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს