ესტონეთმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის დაკავების შესახებ განაცხადა

ესტონეთის თავდაცვის ძალებმა ტალინის კუნძულ ეგნასთან დააკავეს ნავთობის გადამზიდავი ტანკერი Kiwala, რათა შეემოწმებინათ მისი სამართლებრივი სტატუსი და ტექნიკური მდგომარეობა. როგორც “ნასტოიაშჩეე ვრემია” წერს ადგილობრივი მედიაზე დაყრდნობით, ეს ს მიერ ს ჩრდილოვანი ფლოტის გემის დაკავების პირველი შემთხვევაა.

Marinetraffic-ის ინფორმაციით, დაკავებული ტანკერი, რომელიც ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, ესტონეთის ტერიტორიული წყლების გასწვრივ რუსეთის პორტ უსტ-ლუგაში მიემართებოდა.
ესტონეთის პოლიციისა და სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ვეიკო კომუსაარმა განაცხადა, რომ ტანკერი სანქციების ქვეშ იმყოფება. დაკავების დროს გაირკვა, რომ გემს არ აქვს არც ერთი სახელმწიფოს დროშა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას არ აქვს ცურვის ლეგალური უფლება. ტანკერზე 24 ადამიანია, მათ შორის ჩინეთის მოქალაქეობის მქონე კაპიტანი.
9 აპრილს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო ცვლილებები კანონებში, რომლებიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას აძლევს “გამოიყენონ ძალა” სამოქალაქო გემების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან