“ღმერთმა ქნას, ეს საფუძვლიანი ვარაუდი არ გამართლდეს” – რა ხდება ენგურის ხიდთან – დავით ქაცარავა

იმ ფონზე, როდესაც რუსებთან პირდაპირ, მოღალატეობრივ კოლაბორაციაში შესული ქართული ოცნება ხან ბოდიშების გზავნილებს აჟღერებს ღია ეთერში, ხან თავისი პროპაგანდონების მეშვეობით ს გათეთრება-გაპრავებას ცდილობს, ამ ფოტოებზე ასახული მშენებლობის დინამიკა შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ.
საქმე კი ენგურის ხიდთან ამ ეტაპზე მიმდინარე მშენებლობას ეხება, რომელიც 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. დადასტურებით თქმა, თუ რა ფუნქციონალის მატარებელი შენობა იქნება ფოტოებზე აღბეჭდილი ობიექტი, ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია, შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდი, ან საფუძვლიანი ვარაუდები გამოვთქვათ. ერთ-ერთი ვერსიით, ეს შესაძლოა იყოს საბაჟო ტერმინალი. რისთვის სჭირდება ოკუპირებულ აფხაზეთს საბაჟო ტერმინალი საქართველოსთან ოკუპაციის ხაზთან, ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან? დიდი ალბათობით, დროებით ოკუპირებული ელოდება ქოც-მთავრობის მხრიდან აღიარებას. დამოუკიდებლობის აღიარებას. მოულოდნელი იქნება ეს არალეგიტიმური ქოც-მთავრობისგან? არა. მითუმეტეს, როდესაც პრემიერად წოდებული სუბიექტი პირდაპირ ემორჩილება კრემლს და დაუფარავად აჟღერებს კრემლის გზავნილებს. არაერთხელ მოგვისმენია საუბრები კონფედერაციასთან დაკავშირებით,რაც ამ “პროექტის” განხორციელების შემთხვევაში სამუდამოდ დაგვაკარგვინებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ———————————————————
ღმერთმა ქნას, ეს საფუძვლიანი ვარაუდი არ გამართლდეს და ფოტოებზე აღბეჭდილი მშენებარე ობიექტი უწყინარი პარკინგი აღმოჩნდეს.