15-16 აპრილს აზერბაიჯანს ეწვევა

15-16 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
„მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.
შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობა. მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების, სატარიფო ომებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა, უფრო დინამიკური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.
საუბარი ასევე შეეხო 15-16 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის დეტალებს“, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!