ირაკლი ქადაგიშვილი – იმ ადამიანებს, ვისზეც უკანონოდ გავრცელდა უკანონო სანქციები, რა თქმა უნდა, დისკომფორტი შეექმნათ, მაგრამ არსებობს ვიდევ უფრო დიდი რამე, ვიდრე ე.წ. ქეში თუ სანქციაა – სიმართლე, პატრიოტიზმი და ქვეყანა

იმ ადამიანებს, ვისზეც უკანონოდ გავრცელდა ეს უკანონო სანქციები, რა თქმა უნდა, დისკომფორტი აქვთ შექმნილი, მაგრამ ერთი რამე ვიცოდეთ, არსებობს ვიდევ უფრო დიდი რამე, ვიდრე ე.წ. ქეში თუ სანქციაა – სიმართლე, პატრიოტიზმი და ქვეყანა, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.
ქადაგიშვილი ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულება ხალხზე უკუეფექტს ახდენს.
“ხდება დასანქცირება გარკვეული თანამდებობის პირებისა და არ არის მოყვანილი არანაირი ფაქტი, ან კვლევა, რის საფუძველზე მოხდა ამა თუ იმ სანქციის მიღება. უბრალოდ იგივე პოლიტიკური ვენდეტაა. ზოგადად, ვისაც ესმის, თუ რა არის სანქციების მექანიზმი, იმას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სანქცია ასე არ მიიღება, მით უმეტეს, გენერალური პროკურორის წინააღმდეგ… მიმდინარეობს პოლიციელებზეც გამოძიება. როდესაც მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების პარალელურად, შენ ამ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს ასანქცირებ, ეს რა არის?! ეს არის ზეწოლა ქვეყნის სუვერენიტეტზე,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში ოთხი პირი დაასანქცირა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.
სანქციები დაუწესდათ გენერალურ პროკურორს გიორგი გაბიტაშვილს, შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძესა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კარლო კაციტაძეს. სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან