“მადლობა, გერმანია, გვერდით დგომისთვის!” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს უკრაინისთვის გამოცხადებული დახმარების პაკეტებისთვის მადლობას უხდის.
„მადლიერი ვარ გერმანელი ხალხისა და მთავრობის, განსაკუთრებით ჩემი კოლეგის, მინისტრ ბორის პისტორიუსის, დღევანდელი განცხადებისთვის უკრაინისთვის 2029 წლამდე დამატებით 11 მილიარდი ევროს სამხედრო მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ. 2025 წელს გერმანიიდან მოწოდებული მხარდაჭერა დაგვეხმარება ჩვენი ცის დაცვაში (IRIS-T სისტემები რაკეტებით, PATRIO-ის რაკეტები) და ჩვენი პოზიციების განმტკიცებაში ბრძოლის ველზე (Marder-ები, Leopard-ები, საარტილერიო სისტემები). მადლობა, გერმანია, ჩვენს გვერდით დგომისთვის. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ევროპაში“, – წერს რუსტემ უმეროვი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
რუსტემ უმეროვი ასევე მადლობას უხდის ბრიტანელ კოლეგას, ჯონ ჰილს გაერთიანებული სამეფოს მიერ, ნორვეგიასთან ერთად, უკრაინისთვის გამოცხადებული 450 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტისთვის.
„დაფინანსება უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის, ასევე სარადარო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების და ასობით ათასი დრონის მოვლა-შეკეთებას. ერთად ვმუშაობთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფა“, – წერს უმეროვი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს