რუსტემ უმეროვი – გერმანიის მხარდაჭერა დაგვეხმარება ჩვენი ცის დაცვაში და ბრძოლის ველზე ჩვენი პოზიციების განმტკიცებაში – მადლობა, გერმანია, გვერდით დგომისთვის!

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობებს უკრაინისთვის გამოცხადებული დახმარების პაკეტებისთვის მადლობას უხდის.
„მადლიერი ვარ გერმანელი ხალხისა და მთავრობის, განსაკუთრებით ჩემი კოლეგის, მინისტრ ბორის პისტორიუსის, დღევანდელი განცხადებისთვის უკრაინისთვის 2029 წლამდე დამატებით 11 მილიარდი ევროს სამხედრო მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ. 2025 წელს გერმანიიდან მოწოდებული მხარდაჭერა დაგვეხმარება ჩვენი ცის დაცვაში (IRIS-T სისტემები რაკეტებით, PATRIO-ის რაკეტები) და ჩვენი პოზიციების განმტკიცებაში ბრძოლის ველზე (Marder-ები, Leopard-ები, საარტილერიო სისტემები). მადლობა, გერმანია, ჩვენს გვერდით დგომისთვის. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას ევროპაში“, – წერს რუსტემ უმეროვი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
რუსტემ უმეროვი მადლობას უხდის ბრიტანელ კოლეგას, ჯონ ჰილს გაერთიანებული სამეფოს მიერ, ნორვეგიასთან ერთად, უკრაინისთვის გამოცხადებული 450 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტისთვის.
„დაფინანსება უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებებისა და აღჭურვილობის, ასევე სარადარო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების და ასობით ათასი დრონის მოვლა-შეკეთებას. ერთად ვმუშაობთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფა“, – წერს უმეროვი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება