კობახიძე: სამშვიდობო ხედვა გვაქვს რუსეთის მიმართულებით – დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა მ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ოკუპაციის პირობებშიც კი „მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მიჰყვება“ ქვეყანა.
„ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით ჩვენი ტერიტორიის 20% ს ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, ამ პირობებშიც კი ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით.
რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ჩვენი ხედვის ნაწილი ესეც არის“, – თქვა ირაკლი მ და აღნიშნა, რომ „ეს ხედვა მუშაობს, ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის წინ“.
ირაკლი კობახიძე თურქეთში ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ერთ-ერთი მონაწილეა. ფორუმის, რომელიც 11-13 აპრილს იმართება, მთავარი თემაა „დიპლომატიის აღდგენა ფრაგმენტულ სამყაროში“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით