უკვე ოთხი თვეა, საჯარო მოხელეების დეკლარაციები არ ქვეყნდება

ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც ოთხი თვეა ვერ მოუგვარებია „ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს საჯარო მოხელეების დეკლარაციებზე წვდომა აღარ აქვთ, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ფუნქციები გაუზარდა და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) აღსრულების ფუნქციები ჩააბარა.
იმის მიუხედავად, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი ანტიკორუფციულ ბიუროს დეკლარაციების გამოქვეყნებას ავალდებულებს, 2024 წლის დეკემბრიდან ბიურო ამ ფუნქციას არ ასრულებს – ვებსაიტზე მოქალაქეთათვის ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდულია. ამის ოფიციალური მიზეზია „ტექნიკური ხარვეზი“, რისი მოგვარებაც ბიურომ ოთხი თვის განმავლობაში ვერ შეძლო.
გარდა იმისა, რომ დეკლარაციები საჯაროდ აღარ ქვეყნდება, ბიურომ რადიო თავისუფლებას არც საჯარო ინფორმაციის სახით არ მიაწოდა საჯარო მოხელეების ქონების შესახებ ინფორმაცია.
საჯარო მოხელეების დეკლარაციები ჟურნალისტებისა და მკვლევრებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ამ დოკუმენტებით შესაძლებელია კორუფციული რისკების აღმოჩენა. ვებსაიტი 2010 წლიდან ფუნქციონირებდა.
ამ ვებსაიტის დახმარებით შეიტყო საზოგადოებამ ს ქონების შესახებ, ასევე ს არადეკლარირებულ ძვირადღირებულ საათებსა და სხვა საჯარო მოხელეების ქონებაზე.
დეკლარაციების გაცნობაზე შეზღუდვები „ქართულმა ოცნებამ“ უფრო ადრე, 2024 წლის 29 მაისს დაიწყო – ამ დღეს პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა. ამ ცვლილების შემდეგ საჯარო მოხელეების დეკლარაციები 48 საათში აღარ უნდა გასაჯაროებულიყო. კანონმა ანტიკორუფციულ ბიუროს შესაძლებლობა მისცა, დოკუმენტები ვებსაიტზე 60 დღის განმავლობაშიც კი არ გაესაჯაროებინა.
ეს საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ხალხმრავალი აქციების ფონზე მიიღო – თბილისში მრავალათასიანი აქციები იმართებოდა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას ავალდებულებდა. ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ კანონი მაინც მიიღო – პარტიის ლიდერები ამბობდნენ, რომ მათი მიზანი არა არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზება, არამედ „გამჭვირვალობა“ იყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას