დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ საქართველოს მთავარ პროკურორს ანგარიშები “საქართველოს ბანკმაც” დაუხურა.
გიორგი გაბიტაშვილის მსგავსად, ქვეყნის უმსხვილესმა ბანკმა ანგარიშები საგამოძიებო სამსახურის უფროსს და შს საქმეთა მინისტრის მოადგილეს დაუხურა. დაბლოკილია მათი პლასტიკური ბარათები.
ბრიტანული სანქციების დაწესების შემდეგ “ტვ პირველის” ახალი ამბების სამსახური მთელი საღამოა, ამოწმებს, სანქცირებული მაღალჩინოსნების საბანკო ანგარიშებს. გამოშვების დაწყების წინ, არც გაბიტაშვილის, არც კაციტაძისა და არც ბედოიძის ანგარიშები აღარ იძებნება.
- ცნობისთვის, ბრიტანული სანქციების დაწესებიდან, რამდენიმე წუთში, თიბისი ბანკში გიორგი გაბიტაშვილის ანგარიშები აღარ იძებნებოდა. სანქციების აღსრულების მოტივით, სავარაუდოდ ბანკმა გააუქმა მთავარი პროკურორის ანგარიშები და დაბლოკა მისი პლასტიკური ბარათები.
მხოლოდ თიბისის ანგარიშზე გენერალურ პროკურორს შენახული 250 ათასი ლარი გაეყინა. ეს რაც დეკლარაციაში ეწერა.
დიდმა ბრიტანეთმა დღეს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს – შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს – კარლო (კოკა) კაციტაძეს და შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.