ბრიტანელი დეპუტატი ევროსაბჭოს ასამბლეას – თუ ჩვენ დემოკრატიის დაცვა ნამდვილად გვსურს, მკაფიო და მორალური ნაბიჯით უნდა დავიწყოთ – ახლავე უნდა დაწესდეს სანქციები ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ

თუ ჩვენ დემოკრატიის დაცვა ნამდვილად გვსურს, მაშინ ს წინააღმდეგ სანქციები ახლავე უნდა დაწესდეს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ გამართულ დებატებზე ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკკლირიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს საქართველო გზაჯვარედინზეა, არა აღმოსავლეთსა და დასავლეთს, არამედ დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. ის, რაც ოდესღაც რეგიონში დემოკრატიის შუქურა იყო, ახლა კურსიდან უხვევს. 2024 წლის საქართველოს მიერ დემოკრატიული ვალდებულებების მიმართ ერთგულების დადასტურების საშუალება უნდა ყოფილიყო, ნაცვლად ამისა კი, შემაშფოთებელი სიმართლე გამოავლინა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სისტემატურად ანადგურებს სწორედ იმ დემოკრატიას, რომელზეც აცხადებს, რომ იცავს. რეჟიმი სულ უფრო ავტორიტარული ხდება. იმის ნაცვლად, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში დამსახურებული ადგილისკენ წაიყვანოს, დღევანდელმა ხელმძღვანელობამ სხვა გზა აირჩია. გზა, რომელიც მას კიდევ უფრო აახლოებს კრემლთან“, – განაცხადა ჯეიმს მაკკლირიმ.
მისი თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავება ცალკეული ინციდენტი არ ყოფილა და ოპოზიციური აზრის ჩახშობის სტრატეგიის ნაწილია.
„იმავდროულად, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ საკუთარი განაჩენი გამოიტანა და პრორუსული პროპაგანდით ცნობილი ქართული ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს, ირაკლი რუხაძეს მილიონების გადახდა დააკისრა. ეს განაჩენი ბევრს ამბობს იმ ბოროტი ქსელი შესახებ, რომელიც ქართულ დემოკრატიას ძირს უთხრის. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ პოლიტიკური ჭაობის ცენტრალური ფიგურა, ბიძინა ივანიშვილი. მისი უზარმაზარი პირადი ქონება, კრემლთან კავშირები და საქართველოს ინსტიტუტებზე კონტროლი მას არა მხოლოდ გავლენიან პირად აქცევს, არამედ ადამიანად, რომელიც დემოკრატიის ჩამოშლას ახდენს. თუ ჩვენ დემოკრატიის დაცვა ნამდვილად გვსურს, მაშინ მკაფიო და მორალური ნაბიჯით უნდა დავიწყოთ. ახლავე უნდა დაწესდეს სანქციები ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ, როგორიც რუხაძეა. ქართველმა ხალხმა თავისი მისწრაფებები ნათლად დააფიქსირა. მათ სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი, არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ პოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურად. ისინი ამისთვის ბევრს რისკავენ. ამიტომ, ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ“, – აღნიშნა ჯეიმს მაკკლირიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან