ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია რამდენიმე ცვლილებით დაამტკიცა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ დღეს მიღებულ რეზოლუციაში რამდენიმე ცვლილება დაამტკიცა.
ერთ-ერთი ცვლილებით, რეზოლუციის ტექსტს ემატება შემდეგი ქვეპუნქტი :
„ასამბლეა შეშფოთებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვნად შეზღუდოს დამკვირვებლების უფლებები ს დღეს და მათი შესაძლებლობა, ეფექტურად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და მოუწოდებს ს გააუქმოს ეს შეზღუდვები, რადგან ისინი გავლენას ახდენენ ნებისმიერი მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობასა და მის მიმართ საზოგადოების ნდობაზე“.
ასევე, ერთ-ერთი შესწორება ითვალისწინებს ტექსტში წინადადების „დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი“.
კერძოდ, რეზოლუციის მიღებულ ტექსტში აღნიშნულია: „რაც შეეხება ხელისუფლებისადმი მოწოდებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, რათა სასწრაფოდ აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული ხარვეზები და ნაკლოვანებები და შეიქმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს, ასამბლეა სინანულს გამოთქვამს, რომ ასეთი ნაბიჯები არ გადადგმულა“.
რეზოლუციის პროექტში შეტანილი კიდევ ერთი შესწორებით, ტექსტში, იმ პუნქტში, სადაც საუბარია პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, დამატებულია შემდეგი წინადადება: „ასევე შემაშფოთებელია, რომ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ყოფილი წევრები დაკითხვაზე მიჰყავთ და შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაეკისროთ 1633 (2008) რეზოლუციისთვის – „საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგები“ – მიცემული ხმის მიცემის გამო“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას