გიორგი ბუტიკაშვილი – ევროკავშირს მოუწევს ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების გაუქმება, სხვა გამოსავალი „ქართულმა ოცნებამ“ არ დატოვა – ჩვენ ვებრძვით არა კობახიძეს, არამედ რუსეთს

ევროკავშირს დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოუწევს შემდგომი ნაბიჯები გადადგას – საზოგადოებამაც და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც რაც შეიძლება მალე უნდა გაიაზრონ, რომ ჩვენ ს კი არ ვებრძვით, ვებრძვით რუსეთს საქართველოში – კობახიძე არის პუტინის სახე და ჩვენ კობახიძის სახით პუტინს ვებრძვით,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტის წარდგენას და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გადახედოს უვიზო რეჟიმსა და ასოცირების შეთანხმებას, არ დაუტოვა.
„ევროკავშირს დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მოუწევს გადადგას შემდგომი ნაბიჯები. ეს ნაბიჯები იქნება ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების გაუქმება იმიტომ, რომ ამ განცხადებაში, რაც რასა იუკნევიჩიანეს ჰქონდა, ცალსახად ჩანს, რომ საქართველო ვერ გადის პროგრესს. არ ჩანს არანაირი მინიშნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროგრესისთვის გადადგა ერთი ნაბიჯიც კი. პირიქით, საქართველოში დემოკრატიული პრინციპები კიდევ უფრო დაამძიმა. ვხედავთ, რომ ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც დღეს მიიღებენ, ასევე, ძალიან კრიტიკულია. გლობალურად თუ შევხედავთ ევროპულ ინსტიტუციებს, ევროსაბჭოს რეზოლუცია ყოველთვის არის იმის საფუძველი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი. ის ამოწმებს ჩვენს დემოკრატიულ პროგრესს. თუ რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ პროგრესი არ არის და რეგრესია, ეს აუცილებლად გახდება საფუძველი ევროკავშირისთვის იმის, რომ მონიტორინგი, რომელსაც ასევე, ამ რეზოლუციის საფუძველზე ჩაატარებს, იყოს კრიტიკული. შესაბამისად, ევროკავშირს აღარ ექნება არანაირი საშუალება, თუნდაც ქართველი ხალხი დაიცვას. აქამდე მათი რიტორიკა ის იყო, რომ „ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“, „ქართველი ხალხის გამო მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი [საქართველოს]“. მომდევნო თვეში იქნება მონიტორინგი, რა პროგრესი განიცადა თუნდაც, კანდიდატმა სახელმწიფოებმა. მოლდოვას პროგრესი აქვს, ჩვენ გვაქვს რეგრესი. ეს ხომ ცალსახად აჩვენებს იმას, რომ კანდიდატის სტატუსსაც ვკარგავთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, ოპოზიციური ძალები ვცდილობთ, რომ ეს არ მოხდეს. ჩვენ სანქციებს ვითხოვთ და აუცილებლად მოვითხოვთ. სანქციების კიდევ დამატებითი სიები გაგზავნილია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ბრიტანეთთან, ვისაც განსაკუთრებით სტკივა“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის მიღებაც დღეს იგეგმება, ბუტიკაშვილის თქმით, რეზოლუციას „ქართული ოცნებისთვის“ ჩალის ფასი არ აქვს.
„ცხადია, ამას ჩალის ფასი არ აქვს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ აქვთ, რა უნდა ისაუბრონ? მათი ერთადერთი ამოცანაა, რუსეთს ასიამოვნონ, მას დაემორჩილონ, მათ მოთხოვნებს დაემორჩილონ, რასაც უკარნახებს, ის გააკეთონ. სხვანაირად ისინი ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. რომ ვიცოდეთ, რომ აქ თავისუფალი და სამართლიანი ჩატარდება, რომ ვიცოდეთ, რომ ადამიანის უფლებები დაცული იქნება, გგონიათ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება? არა. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში თუ არ დარჩება, რუსეთი თავის მოკავშირეს კარგავს. შესაბამისად, ჩალის ფასი აქვს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს, რომ დაემორჩილოს მათ მოთხოვნებს. ის ბერკეტები, ძალაუფლება, რაც ევროსაბჭოსა და ევროკავშირს საქართველოზე აქვს, ეს ჩალის ფასად თუ არ შეაფასეს, მაშინ უნდა დაემორჩილონ მას“,- განაცხადა ბუტიკაშვილმა.
მისივე თქმით, დასავლეთმა იცის, როგორ „ებრძოლოს პუტინის რეჟიმს და ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგაც იმავე მეთოდები უნდა გამოიყენონ“.
„ერთი რამ უნდა გაიაზროს ბრიუსელმაც, საზოგადოებამაც და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც, რომ ჩვენ აქ კობახიძეს არ ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით საქართველოში რუსეთს. კობახიძე არის პუტინის სახე და ჩვენ კობახიძის სახით პუტინის ვებრძვით. ეს დასავლეთმა, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა რაც შეიძლება მალე უნდა გაიაზრონ, ვინაიდან მათ აქვთ გზა, როგორ ებრძოლონ პუტინის რეჟიმს. იმავე მეთოდები უნდა გამოიყენონ, სწორედ, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ერთადერთი გზა. ს როლი საგარეო მიმართულებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მას აქვს ლეგიტიმაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებში. ჩვენც უნდა გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით. ბრიუსელს მეტი უნდა დავანახოთ და მეტი უნდა მოვითხოვოთ. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მაქსიმალურად ხმამაღლა, რომ ის შედეგები მივიღოთ, რა შედეგიც გვინდა. დასავლეთს აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, სწორედ ტრამპის პოლიტიკიდან გამომდინარე, ამიტომ ჩვენი ამბავი ცოტა იკარგება ხოლმე. ამიტომ, საჭიროა კოორდინაციაც, ერთობაც და ხმამაღალი საუბარიც, თუნდაც იმ ფორმით, როგორც ზურაბიშვილმა ისაუბრა“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
ბუტიკაშვილმა ასევე, ისაუბრა გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ აქციაზეც. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სამართალდამცავების საშუალებით რომ ეცადათ 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, მათ იმავე გზა უნდა გაევლოთ, რაც რუსეთმა გაიარა 1989 წლის 9 აპრილს ქართველების წინააღმდეგ.
„სიმბოლიზმი აქ ძალიან მნიშვნელოვანია. მათ ადამიანები ძალადობრივად უნდა გაეწიათ, ეცემათ, დაეჭირათ და ისე მისულიყვნენ მემორიალთან. ანუ, იმავე გზა უნდა გაეარათ, რაც რუსეთმა გაიარა 1989 წლის 9 აპრილს ქართველების წინააღმდეგ. მათ ღიად უნდა ეძალადათ ქართველ სტუდენტებზე, პატიმართა მშობლებზე, ყველაზე, ვინც მემორიალის გარშემო კორდონი გააკეთა. იმავე უნდა გაეკეთებინათ, რასაც რუსეთი აკეთებს და ეს ძალიან ცხადი იქნებოდა. ეს მათ უფრო მეტად დააზიანებდათ და საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდ პროტესტს გამოიწვევდა. ამიტომ, სტრატეგიული უკან დახევა აირჩიეს და შეეცადნენ, რომ შეფარებოდნენ ეკლესიას, რელიგიას და სამებაში წავიდნენ. იქ ფარსში მიიღეს მონაწილეობა. მათ ღმერთის ხომ არ სწამთ, ისინი ქრისტიანები არიან”, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
მან ასევე, ისაუბრა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ. როგორც ბუტიკაშვილმა აღნიშნა, განცხადებაში რუსეთისა და ბრიუსელის შედარება „მწარე მანიპულაციაა“.
„მათი შედარება მწარე მანიპულაცია და დიდი ტყუილია, რასაც საზოგადოებას ეუბნებიან. რაც არ უნდა სცადონ, ფაქტები ხომ სახეზეა. საზოგადოება ფაქტებს ხომ ხედავს. ამიტომ, მათი პოლიტიკა, კანონები, რაც ბოლო პერიოდში შემოიღეს, მიმართულია იქით, რომ ჩვენ სიმართლე არ ვნახოთ. რუსეთმა როდის განიმტკიცა ძალაუფლება? პირველი როდესაც მედია გააჩერა, როდესაც კრიტიკული ხმა არ ისმოდა და მეორე, როდესაც არასამთავრობოები გააჩერა, როდესაც „ვოჩდოგები“ აღარ არსებობდა, ვინც სახელმწიფო სტრუქტურებს და მათ ქმედებებს გააკონტროლებდა. სწორედ ამიტომ ცდილობს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება, რომ ერთი რეალობა შექმნას და მოპასუხე არავინ ჰყავდეს.
ერთი ერთში იმეორებენ ყველაფერს იმას, რაც რუსეთში 2012 წელს დაიწყო. რუსეთს ამისთვის 10 წელი დასჭირდა. ეტაპობრივად ხდებოდა მედიის მიტაცება, სამოქალაქო სექტორის გაქრობა, პოლიტიკოსებისა და ოპოზიციის დისკრედიტაცია, მათი დაჭერა და ა.შ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს 2022 წლის შემდეგ დაიწყო, რაც ში რუსეთმა ომი დაიწყო. ახლა კი განსაკუთრებით გაძლიერდა იმიტომ, რომ რუსეთს ერთადერთი გადარჩენის გზა აქვს, რომ საქართველო ხელში ჩაიგდოს. იმიტომ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“,- აღნიშნა ბუტიკაშვილმა.
რაც შეეხება წინა პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას, ბუტიკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ნებისმიერი მიმართულებით ბოიკოტი იმის გზაა, რომ ისინი არალეგიტიმურად დარჩნენ“.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ კომისიაზე არავინ მივიდეთ. სასაცილოდ უნდა გახდეს ყველაფერი, მათი ქმედება. „კლოუნადაა“, რასაც ისინი მიმართავენ. ნებისმიერი ადამიანის იქ მისვლა, რაღაც ფორმით მათი ლეგიტიმაციის აღიარებაა. არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვინც „კოლექტიურ ნაცობად“ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და არგუმენტირებულად ესაუბრო პუტინს. მნიშვნელოვანია ვაღიაროთ, რომ ივანიშვილს რეჟიმი პუტინის რეჟიმია და ჩვენ არ უნდა ვესაუბროთ პუტინის რეჟიმს, რადგან ჩვენი არგუმენტები არ მუშაობს. მათ აქვთ თავისი „აჯენდა“, მათი გზა, პუტინის გზა, რომელსაც მიყვებიან. ჩვენი მხრიდან „ქართული ოცნების“ ნებისმიერი მიმართულებით ბოიკოტი, გზაა, რომ ისინი არალეგიტიმურად დარჩნენ“,- აღნიშნა ბუტიკაშვილმა.