Reuters – თურქეთის პოლიციამ ორი ცნობილი ჟურნალისტი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში დღეს დილით ჩატარებული რეიდების დროს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ორი ცნობილი ჟურნალისტი დააკავა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტიმურ სოიკანი და მურატ აგირელი, რომლებიც ცნობილები არიან საგამოძიებო ჟურნალისტიკით და მთავრობის პოლიტიკისა და ინსტიტუტების მიმართ კრიტიკული პოზიციით, მუქარისა და შანტაჟის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
Reuters-ის ცნობით, სტამბოლის სისხლის სამართლის სასამართლომ დაამტკიცა მთავარი პროკურატურის მოთხოვნა ჟურნალისტების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისა და ციფრული მოწყობილობების ჩამორთმევის ორდერების გაცემის შესახებ.
აღნიშნული ორდერები სამართალდამცავებს უფლებას აძლევს, ამოიღონ და შეისწავლონ ჟურნალისტების კუთვნილი ციფრული მოწყობილობები, მათ შორის კომპიუტერები, მყარი დისკები და მობილური ტელეფონები.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას, სულ მცირე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება – ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი

ნანა დიხამინჯია: სინამდვილეში, უკვე წლებია, ყველაზე დიდი სიწმინდე – გელათია შეურაცხყოფილი… მერე იმათ მივადგეთ, ვინც სკოლების ფული შეჭამა და ვის გამოც ათიათასობით ბავშვი დადის დანგრეულ სკოლაში