„ჩინეთის მიერ მსოფლიო ბაზრებისადმი გამოჩენილი უპატივცემულობის გამო, მე ვზრდი ჩინეთისთვის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფს 125%-მდე“ – ტრამპი

დონალდ ტრამპი: “ჩინეთის მიერ მსოფლიო ბაზრებისადმი გამოჩენილი უპატივცემულობის გამო, მე ვზრდი ჩინეთისთვის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფს 125%-მდე, რაც ძალაში შედის დაუყოვნებლივ. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთი მიხვდება, რომ -ისა და სხვა ქვეყნების გაძარცვის დღეები აღარ არის მდგრადი ან მისაღები”
“ იმის გათვალისწინებით, რომ 75-ზე მეტი ქვეყანა დაუკავშირდა შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობის, ხაზინისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის დეპარტამენტებს, რათა მოლაპარაკებით გადაწყვიტონ სავაჭრო, სავაჭრო ბარიერების, ტარიფების, ვალუტის მანიპულაციისა და არამონეტარული ტარიფების შესახებ განსახილველი საკითხები და იმის გამო, რომ ამ ქვეყნებმა ჩემი მკაცრი რეკომენდაციით, არანაირად არ უპასუხეს შეერთებულ შტატებს, მე დავუშვი 90-დღიანი პაუზა და ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი ქვეყნის მიმართ მნიშვნელოვნად შემცირდება ორმხრივი ტარიფები – 10%-მდე, რაც ასევე ძალაში შედის დაუყოვნებლივ. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის”.