იტალიაში რიცხვები დაითვალეს – ასე დაეცა “ნაპოლის” შედეგიანობა კვარაცხელიას წასვლის შემდეგ

იტალიურმა TuttoSport-მა სთან ერთად და მის გარეშე “ნაპოლის” მიმდინარე სეზონის ქულების საშუალო მაჩვენებელი დაითვალა.
ეს ყოველივე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა უარყოფითად იმოქმედა ჩვენებურის “პარტენოპეიდან” აბარგებამ გუნდის შედეგებზე.
ირკვევა, რომ პსჟ-ში გადასვლამდე ხვიჩამ მიმდინარე სეზონში “ნაპოლის” ფორმა ყველა ტურნირზე ჯამში 19 შეხვედრაში მოირგო, კონტეს შეგირდებმა 44 ქულა მოაგროვეს, ანუ 2,35 ერთ თამი.
კვარაცხელიას პარიზში გადაბარგების მერე კი “პარტენოპეიმ” 9 შეხვედრაში 12 ქულა აიღო, რაც საშუალოდ მატჩში 1,75 ქულას უდრის.
შეგახსენებთ, რომ ქართველი პსჟ-ის რიგებში გასულ ზამთარს 75 მილიონი
ევროს სანაცვლოდ გადავიდა.