მედია – თურქეთში სტამბოლის მერის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით სტუდენტი გამოვიდა

თურქეთში სტამბოლის მერის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციებზე ათასობით სტუდენტი გამოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, სამშაბათს, 8 აპრილს, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად სტამბოლსა და ანკარაში სტუდენტებმა საპროტესტო აქციები გამართეს.
თურქეთის ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ოზგურ ოზელმა მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდა და დღეს, 9 აპრილს სტამბოლში მასობრივი საპროტესტო აქცია დააანონსა.
შეგახსენებთ, თურქეთში პოლიციამ 19 მარტს სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავა, რომელიც ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტი ს მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება. მისმა დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას, კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ” ექრემ იმამოღლუ 2028 წლის საპრეზიდენტო სთვის პარტიის კანდიდატად დაასახელა. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა 2000-მდე ადამიანი დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას