დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში შევიდა

დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში შევიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
-ის პრეზიდენტის, ს მიერ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უფრო მაღალი ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, ოფიციალურად ამოქმედდა.
დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო მაღალი ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა.
ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გარდა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ევროკავშირს – 20%-იანი ტარიფები დაუწესდა, ვიეტნამს – 46%-იანი, ტაივანს – 32%-იანი, იაპონიას – 24%-იანი, ინდოეთს – 26%-იანი, სამხრეთ კორეას – 25%-იანი, ტაილანდს – 36%-იანი, შვეიცარიას – 31%-იანი, ინდონეზიას – 32%-იანი, მალაიზიას – 24%-იანი, ისრაელს – 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას – 30%-იანი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები შაბათს, 5 აპრილს ამოქმედდა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საინტერესო იქნება გახარიას პარტიის წევრების პარლამენტში ყოფნა, რადგან პირდაპირ შეგვეძლება მოვისმინოთ უცხოეთიდან მითითებული მესიჯები, სასესიო დარბაზში პირდაპირ დავინახავთ, რა დავალებები მოდის

შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით – სარჩელი უკვე შედგენილია, თუმცა მიდის საბოლოო დახვეწა, იმისთვის, რომ იყოს უმაღლესი სტანდარტის – მიმდინარე კვირაში წარვადგენთ ამ სარჩელს