აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლები სტამბოლის შეხვედრაზე უკრაინის საკითხს არ განიხილავენ

შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი დღის წესრიგში არ იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეები მხარეები საელჩოების საქმიანობის განახლებაზე ისაუბრებენ.
„10 აპრილს, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები მეორედ შეხვდებიან სტამბოლში, რათა შეეცადონ მიაღწიონ წინსვლას ჩვენი ორმხრივი მისიების ოპერაციების შემდგომ სტაბილიზაციაში. ასე რომ, ეს ხდება სტამბულში. დღის წესრიგში არ არის პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხები და უკრაინა – აბსოლუტურად არ არის დღის წესრიგში. ეს მოლაპარაკებები მხოლოდ ჩვენი საელჩოს ოპერაციებზეა ორიენტირებული და არა მთლიანობაში ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებაზე, რაც შეიძლება მოხდეს, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშვიდობა დამყარდება რუსეთსა და უკრაინას შორის“, – აღნიშნა ტემი ბრუსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა