აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთის დიდი ხელშემწყობია

ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთის დიდი ხელშემწყობია, უკრაინაში ჩინელი ჯარისკაცების დატყვევების შესახებ ცნობები ვიცით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
“ეს საგანგაშოა. საგანგაშოა [ცნობები] ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობასთან დაკავშირებით, საგანგაშოა დატყვევებულ ჩინელ ჯარისკაცებთან დაკავშირებით. ვიცით ცნობები, რომ უკრაინამ ჩინეთის ორი მოქალაქე დაატყვევა, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ უკრაინაში.
ჩინეთი უკრაინის ომში რუსეთის დიდი ხელშემწყობია. ჩინეთი აწვდის ორმაგი დანიშნულების საგნების თითქმის 80%-ს, რომლებსაც რუსეთი საჭიროებს, რათა გააგრძელოს ომი. 80% მიდის ჩინეთიდან.
როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ამ ორ ბირთვულ ძალას შორის თანამშრომლობის გაგრძელება ხელს შეუწყობს მხოლოდ გლობალურ არასტაბილურობას, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს ნაკლებად უსაფრთხოს, ნაკლებად დაცულსა და ნაკლებად წარმატებულს გახდის. ვფიქრობ, ეს რბილადაა ნათქვამი”, – განაცხადა ბრუსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა