ჯო უილსონი – კრიმინალი პუტინი ყველა ძალისხმევას მიმართავს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის აღსადგენად – იყო ეროვნული არჩევნების გაყალბება საქართველოში

კრიმინალი პუტინი ყველა ძალისხმევას მიმართავს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის აღსადგენად , – ამის შესახებ კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) ევროპაში -ის ევროპული სარდლობის მეთაურის, გენერალი კრისტოფერ კავოლის კონგრესის წინაშე მოსმენის დროს განაცხადა.
მან ს ქმედებებზე ისაუბრა საქართველოში, ში, მოლდოვაში, ბელარუსსა და რუმინეთში.
“ჩემი რწმენით, რასაც ვხედავთ არის ის, რომ კრიმინალი პუტინი ყველა ძალისხმევას მიმართავს წარუმატებელი საბჭოთა კავშირის აღსადგენად.
რუს სამხედროებს რეალურად არასდროს არ დაუტოვებიათ მოლდოვაში მდებარე დნესტრისპირეთი. მათ უნდა დაეტოვებინათ [დნესტრისპირეთი], მაგრამ არ დატოვეს, ასე რომ, მოლდოვის ნაწილი აქვთ ოკუპირებული.
დამატებით, ვიცით, რომ მათ გააყალბეს ბელარუსში.
შემდეგ იყო საქართველოში შეჭრა და სამხრეთ ოსეთისა და ს ანექსია. და შემდეგ იყო უკრაინაში შეჭრა, რომელშიც ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, 2014 და 2022 წლებში. და შემდეგ იყო ეროვნული არჩევნების გაყალბება საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს, როდესაც ძალისხმევა განხორციელდა ძალიან მამაცი პრეზიდენტი ს ჩასანაცვლებლად.
ცოტა ხნის წინ, დავინახეთ ძალისხმევებს რუმინეთის არჩევნების გასაყალბებლად, მაგრამ, საბედნიეროდ, ის წარმატებული არ არის,” – განაცხადა უილსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას