დმიტრო კულება: დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა შეწყვიტეს უკრაინის დახმარებაზე მწვავე დებატები

დემოკრატები და რესპუბლიკელები უკრაინის შემდგომ დახმარებაზე მწვავე დებატებს აღარ ატარებენ, ახლა მოლაპარაკებები -ის საზღვრის საკითხს ეხება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ განაცხადა.
“დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა შეწყვიტეს უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით რაიმე მწვავე დებატები. ანუ ამ მომენტისთვის საერთო პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს, რომ ზე, ისრაელსა და ტაივანზე არ ვკამათობთ: მხარი უნდა დავუჭიროთ, გავაგრძელოთ. მაგრამ საზღვრის საკითხია მოსაგვარებელი. სხვა საკითხია, რომ შესაძლებელო იყო უკრაინის, სა და ტაივანის დახმარება მიბმული არ ყოფილიყო საზღვრის საკითხთან, მაგრამ ამერიკა არჩევნებში შედის, და, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, ყველა ექსკლუზიურად შიდა პოლიტიკის კატეგორიებით იწყებს აზროვნებას”, – განაცხადა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საზღვრის საკითხი – ამომრჩევლების ხმებია, და “ამომრჩეველთა ძალიან მგრძნობიარე კატეგორიის ხმებია.”
“8 რიცხვში [იანვარში] არდადეგებიდან გამოდის სენატი, 9 იანვარს არდადეგებიდან გამოდის წარმომადგენელთა პალატა. და, გადაჭარბების გარეშე, გადაწყვეტილება ნებისმიერ შემდეგ დღეს შესაძლოა იქნას მიღებული…
ახლა, როგორც იცით, ორი გუნდია – რესპუბლიკური და დემოკრატიული, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ მხოლოდ და მხოლოდ საზღვრის საკითხზე. და მინდა ვთქვა, რომ მოლაპარაკებების საგანი – ეს საზღვარია, არა უკრაინა. ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ხვალაც, შემდეგ კვირასაც, მიუხედავად იმისა, რომ ყველა არდადეგებზეა. კომუნიკაცია იქნება და პროგრესი ამ მოლაპარაკებებში არის”, – აღნიშნა კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც თვითონ მიიღებენ, ისე უნდა იყოს – არ გამოვა, მეგობრებო, ასე!

პრემიერი – ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი წარმოებს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი კაცია და არ შეიძლება, ქალი ერთ წამში გადაეწეროს კაცად, როცა ევროკავშირის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ამ პარადოქსის არდაშვების გამო ქართველი ხალხი შეიძლება დაისაჯოს, გამაოგნებელია