თიბისი x ქართული რაგბი – 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები 6 ერის ფესტივალისთვის დაირაზმა

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, იტალია) გარდა, წელს ესპანეთის 18-წლამდე ნაკრებიც ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების საფესტივალო მატჩების კალენდარი ასეთია: