ირაკლი კუპრაძე – ივანიშვილის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რომელთა წინააღმდეგაც ივანიშვილი ცდილობს საქმეები „შეკეროს“

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის შეფასებით, პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნა. როგორც კუპრაძემ აღნიშნა, მათ წინააღმდეგ კონკრეტული საქმეების „შეკერვას“ ცდილობს.
„ივანიშვილის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიზანია არა სიმართლის დადგენა, არამედ პოლიტიკური აქტორების, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რომელთა წინააღმდეგაც ივანიშვილი ცდილობს „შეკეროს“ კონკრეტული საქმეები. პარალელურად, შექმნას სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ კრემლს და რუსეთს მისცეს შესაძლებლობა, ჰქონდეს შესაბამისი უკანონო და პოლიტიკურად საქართველოს ინტერესების შემლახავი განცხადებები და პოზიციები, მათ შორის დამაზიანებელი პოზიციები საქართველოს ჯარზე, სამხედროებსა და აგვისტოს ომზე“,- განაცხადა კუპრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი