“განვითარებული მოვლენებით შოკირებული ვარ”, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი X-ზე წერს და პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.
“შოკირებული ვარ ჩარლზის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე განვითარებული მოვლენებით. მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება და გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლების მიმართ, რომლებსაც სროლა შეეხოთ. მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს უსაფრთხოების ძალების მითითებების პატივისცემისა და მაქსიმალური თანამშრომლობისთვის”, – წერს პაველი.