ზურაბ აზარაშვილი – სხვადასხვა ღონისძიებით, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი და შემცირდება ჯიბიდან გადახდები

5000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი განისაზღვრა, რაც საერთო ჯამში, ყველა იმ ძირითად ქრონიკულ და სხვა წამლებს მოიცავს, რომელიც დღეს, ბაზარზე ბრუნავს , – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მომავალი წლიდან, რეფერენტული ფასებისა და სხვა რეფორმების შედეგად, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში, ფარმაცევტული ბაზარი მოწესრიგდება, მოქალაქეებისთვის კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა და შემცირდება ჯიბიდან გადახდები.
„რეფორმების პროცესს, ბუნებრივია, თან გარკვეული რისკებიც ახლავს, რაც თავის მხრივ, იმპორტიორ ქვეყნებსა და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მოქალაქეობრივ პოზიციაზეა დამოკიდებული.
რეფერენტული ფასების გავრცელების პირველ ეტაპზე, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ხელოვნური დეფიციტის შექმნას და თურქულ მედიკამენტებზე ფასის გაზრდის ფაქტებს, რომელზეც კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მოკვლევა და შედეგები, საზოგადოებისთვის, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საერთო ჯამში, რეფერენტული ფასების დაწესებითა და თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, მოქალაქეებმა, 350 მილიონი ლარი დაზოგეს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს