დონალდ ტრამპის განცხადებით, -ს თავდაცვის მომავალი ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარი იქნება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, -ს თავდაცვის მომავალი ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარი იქნება.
„1 ტრილიონი დოლარის ფარგლებში იქნება. მსგავსი რამ არავის უნახავს. რა თქმა უნდა, ხარჯებთან დაკავშირებით ყოველთვის ფრთხილად ვმოქმედებთ, მაგრამ ჩვენი შეიარაღებული ძალები ის არის, რაც უნდა ავაშენოთ. ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგან გარშემო ძალიან ბევრი ცუდი ძალა მოქმედებს“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე.
დონალდ ტრამპის განცხადებას აშშ-ს თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ შეიარაღებულ ძალებს სწრაფად აღადგენს“.
„ძალიან მალე, პირველად, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტი 1 ტრილიონი დოლარი იქნება. გადასახადის გადამხდელთა ყოველი დოლარის გონივრულად დახარჯვას ვაპირებთ: ლეტალურობასა და მზადყოფნაზე“, – დაწერა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა X-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?