კანადის პრემიერი – მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც უკრაინა არ ეთანხმება, ისევე როგორც რუსეთის დიქტატორის, პუტინის მოთხოვნები ვლადიმერ ზელენსკის შეცვლასთან დაკავშირებით

კანადას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამშვიდობო კონტიგენტში მონაწილეობის შესახებ, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ Radio-Canada-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, კანადის გადაწყვეტილება შეუერთდეს სამშვიდობო ძალისხმევას გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. კანადის პრემიერის განმარტებით, მისი ქვეყანა შეუერთდა „მსურველთა კოალიციას“, რომელსაც საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო ხელმძღვანელობენ ამ ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამასთან, მარკ კარნიმ ხაზი გაუსვა, რომ დაუშვებელია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების დადება, თუ მას თავად უკრაინა არ დაუჭერს მხარს.
„მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც უკრაინა არ ეთანხმება, ისევე როგორც რუსეთის დიქტატორის, პუტინის მოთხოვნები პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ ზელენსკის შეცვლასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კანადის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?

ნიკა გვარამია – განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. დეფორმის სისტემური ჩამოშლა